14:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-03 09:59:15, 3216 ნახვა

სამართალი
ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ პირს პატიმრობა, 7-ს კი, გირაო შეეფარდა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, ერთს კი - პატიმრობა.

მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენ შვიდ პირს კი გირაოთი გაათავისუფლებენ. ირმა ხოროიშვილსა და სპირიდონ სურამელს 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ, ინგა ხოროიშვილს 2 ათასი ლარის, ხოლო სერგო ირემაშვილს, ბადრი ჩოფლიანს, გიორგი ფარცვანიასა და გიორგი კასრაძეს 5 ათასი ლარის.

სხდომის მიმდინარეობისას, რვა პირიდან შვიდის მიმართ პრკურატურა პატიმრობას ითხოვს, ხოლო ერთის მიმართ კი - გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ შვიდმა დაკავებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა პირს გაუგზავნეს.

„ამ შვიდი პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ხოლო ამ შვიდი პირიდან ერთ-ერთი არის, რომელმაც Youtube-ზე - საჯარო ინტერნეტსივრცეში ვიდეოპორტალზე, ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე Youtube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები, რაც აღნიშნული პირის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics