|
2019-02-02 14:25:45, 751 ნახვა
რეგიონი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გარახასა და ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია თვითმმართველობების გაძლიერებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარახაში გარე განათებისა და გზის რეაბილიტაცია, ნაკიანში კი წყალსაწრეტი არხების, წყალმომარაგებისა და გარე განათების რეაბილიტაცია მოხდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია. აღნიშნული პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)