14:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 18:03:35, 1520 ნახვა

სამართალი
შსს-მ კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ე. ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს „ფოლკსვაგენ პასატის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული გ.ე. მართავდა. პოლიციამ ავტომანქანის საბარგულში საფლავის მესერის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინა, რომლებიც ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით ჰქონდა მოპოვებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში 39 საფლავი გაქურდა, კერძოდ, საფლავების მესერების ალუმინის ნაკეთობებს შემდგომი რეალიზების მიზნით, ფარულად დაეუფლა.

გ.ე.-ს, ნარკოდანაშაულის გამო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება.

გამოძიება ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 381 მუხლის 1-ლი ნაწილით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics