|
2019-01-31 14:14:12, 964 ნახვა
საზოგადოება
C0-თი გარდაცვლილ ადამიანებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ
ადგილობრივების თქმით, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ 7 ადამიანს ბინა ნაქირავები ჰქონათ. ამასთან, მათი ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის მამა-შვილი „გარდაცვლილია 7 ადამიანი, მათ შორის იყვნენ მამა-შვილი, ასევე ნათესავები და ახლობლები. იმყოფებოდნენ მე-7 სართულზე, როდესაც მოხდა წყლის გამათბობელი, ე.წ. კალონკა გაიხსნა, რის შედეგადაც მოხდა არასრული წვა, ანუ გამოიყო CO, ზოგი ადამიანი ადამიანი იპოვეს საწოლზე დამხობილი, ზოგი სააბაზანოსთან მისული, აბსოლუტურად ყველა გაგუდული. სუნი და რამე მსგავსი არავის არ უგრძვნია სამეზობლოში. 35 წელია მათი წლოვანება, რაც პოლიციელებმა დაადგინეს. იყვნენ მუშები ლიბერთი ბანკის ოფისში“, - გაანცხადა თვითმხილველმა. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. „მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)