14:01 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 16:34:56, 1333 ნახვა

საზოგადოება
4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოცმუშაკი სამსახურიდან გათავისუფლდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, 4 წლის გოგოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა.

როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე  სოციალური მომსახურების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი წერეთელმა დატოვა.

"4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა შიდა მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ეს მოკვლევა დასრულებულია, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოც. მუშაკები დღეიდან გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ როგორც დამსაქმებლებმა ისინი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და შესაბამისი მასალები შესაბამის უწყებებს მივაწოდეთ დამატებითი რეაგირებისთვის", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics