|
2019-01-28 13:50:19, 1111 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება
თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, მიღების სტადარტები მარტივდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი საბუთების წარდგენა არა ერთ, არამედ ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. „თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, უფრო გავამარტივეთ მისი დაკომპლექტების პოლიტიკა. ადრე მას, ვისაც უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, უწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა ჩვენ მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებს. პრაქტიკულად, პიროვნებას, რომლეიც საბრძოლო მომზადებას გაივლის ექნება შესაძლებლობა დახვეწოს, მათ შორის ფიზიკური მომზადების სტანდარტი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, მომზადების პერიოდში მიაღწიოს სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი. რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, ახლა თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონალური პრინციპის მიხედვით გავშალეთ და უკვე ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი დოკუმენტაციების წარდგენა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი შერჩევა გამარტივებული წესით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მეტი დაინტერესებული პირის თავდაცვის ძალებში მიღებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)