11:52 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 18:40:40, 1480 ნახვა

საზოგადოება
გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. გეგეშიძის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავდა. 

აღსანიშნავია, რომ პროკურატურას კიდევ ერთი შუამდგომლობა ჰქონდა, რომელიც გეგეშიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხებოდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო არ დააკმაყოფილა და გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე დატოვა. 

სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა. 

„მე არავის არ ვაშინებ, სამსახურებრივ მდგომარეობას არ ვიყენებ, ან ვინმეს დავაშინებ, ეს არის სისულელე, არც გაქცევას ვაპირებ, არც ვინმეს დაშინებას. ასეთი წარმატებული ფედერაცია არასოდეს ყოფილა", - აღნიშნა გეგეშიძემ.  

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგა გეგეშიძე 22 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics