19:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 20:19:49, 1768 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს უნიკალური პარტნიორია

საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პარტნიორობა უფრო მჭირდო ხდება. 

„პირველ რიგში გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას და ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ყოფნა ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების სფეროში. მარტში, საქართველო უმასპინძლებს ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას, 17 მოკავშირის მონაწილეობით. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო ხდება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად. ნატო და საქართველო იზიარებენ შეშფოთებას, რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირების გამო შავი ზღვის რეგიონში,“  - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics