|
2019-01-23 15:55:00, 1178 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა ბრალს არ აღიარებს
4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ნინო ტაბატაძემ განაცხადა. გარდაცვლილის ბავშვის დედას ლელა ქსოვრელს ბრალს დღეს წაუყენებენ. ადვოკატი მასთან იზოლატორში უკვე შევიდა. „რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებას, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეზობლების განცხადებები არ არის მტკიცებულება, მტკიცებულებაა ის, რასაც მე წარმომიდგენს ბრალდების მხარე და გადმომცემს. ამ მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ გეტყვით, რა სიმძიმისაა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება ამ აჟიოტაჟს, ჩემი ღრმა რწმენით, გასაუბრებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არც დადასტურდება ის კომენტარები, რასაც აკეთებენ", - განაცხადა ნინო ტაბატაძემ. შეგახსენებთ, გუშინ თბილისში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბავშვის დედა დააკავა.
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)