|
2019-01-23 12:11:44, 1014 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინვესტორებისთვის საკონკურსო პირობა განთავსდება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მერიის ვებგვერდზე, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, მე-12 და 25-ე კორპუსების მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საკონკურსო პირობა განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოს დედაქალაქის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კონკურსის პირობებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება და კონკურსი წარმატებით შედგება. ჩვენ საკონკურსო პირობით გამოცხადებული გვაქვს, რომ 50 ოჯახის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ გამოხატული ინტერესის შედეგად, საკონკურსო პროცესი აღნიშნულ პირობას გააუმჯობესებს და უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნულ წინადადებებზე გაუმჯობესებული პირობების წარმოდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
(NS)
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)