|
2019-01-23 12:07:18, 1000 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტი და პროექტი შეიქმნება
დედაქალაქის მერია თბილისში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტსა და პროექტის შექმნის საკითხს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც, არსებული გარე განათებები ჩანაცვლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა ქუჩა შესაბამისად უნდა განათდეს, შეიქმნას გარე განათების სტანდარტი, რაც დღეს დაცული არ არის. „მინდა შევეხო გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტისა და პროექტის შექმნის საკითხს. დღეს, თბილისში ქუჩების სტანდარტი არ არის დაცული და ყველა ქუჩა სხვადასხვანაირად არის განათებული. რა თქმა უნდა, ყველა ქუჩა ერთნაირად არ უნდა იყოს განათებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ქუჩა, ცენტრალური მაგისტრალები, საუბნო ქუჩები, შესაბამისად, საჭიროა, რომ პროექტის ფარგლებში, ყველა ქუჩას შესაბამისი განათება ჰქონდეს. საუბარი მაქვს ახალ, თანამედროვე LED ტიპის განათების სისტემაზე, რომელიც ეკონომიურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, თავდაპირველად, ტენდერი გარე განათების სტანდარტის პროექტირებაზე, შემდეგ კი გარე განათების არსებული სისტემის ჩანაცვლებაზე გამოცხადდება. „ეს სტანდარტი იქნება კომფორტული ქვეითებისთვის, მოსახლეობისთვის, გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მგონია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კონცეფცია უკვე შემუშავებული გვაქვს. „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალება, გამოაცხადოს ტენდერი პროექტთან დაკავშირებით. როდესაც უკვე პროექტი მომზადდება, გარე განათებების LED სანათებით ჩანაცვლებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული, რომ ეს ცვლილება მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გარე განათების სისტემის ჩანაცვლებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული მიმართულება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.
(NS)
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)