|
2019-01-21 13:38:21, 1171 ნახვა
საზოგადოება
„ჯეოსელისა“ და „მაგთის“ ტარიფები იზრდება
„ჯეოსელისა“ და „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთიკომის“ განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან შევა ძალაში, ხოლო „ჯეოსელის“ 1 მარტიდან. კომპანია „სილქნეტის" განცხადების თანახმად, „ჯეოსელის" აბონენტებისთვის პაკეტი „მეტი S" 5-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, „მეტი M - 10-ის ნაცვლად 15 ლარი, ხოლო „მეტი უსასრულო" - 25-ის ნაცვლად 30 ლარი. რაც შეეხება ახალ მობილურ ინტერნეტპაკეტებს, ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: 1.5 გბ 6 ლარი, 3 გბ 8 ლარი, 5 გბ 12 ლარი, 8 გბ 15 ლარი, 20 გბ 30 ლარი, 2 გბ დღიური 1,5 ლარი. „ძვირფასო აბონენტებო, მოგეხსენებათ, 2018 წლის განმავლობაში კომპანია სილქნეტმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზათ, რაც მოიცავდა როგორც სილქ+-ის კონვერგენტულ პაკეტებს, ასევე მობილურ ქსელში 4.5G ტექნოლოგიის დანერგვას და მობილური ინტერნეტის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. კომპანია აგრძელებს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას, რაც ჩვენს აბონენტებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. 1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“, - აცხადებენ კომპანიაში. განახლებული ტარიფების მიხედვით, „მაგთის“ აბონენტებს პაკეტი „მარტივის“ შეძენა 25 ლარის ნაცვლად 30 ლარად შეეძლებათ. ინტერნეტის მოცულობა კი 1 GB-ის ნაცვლად, 1.5 GB-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ინტერნეტპაკეტებს, 3 ლარად 500 MB-ის შეძენა აღარ შეგეძლებათ. მინიმალური პაკეტი 5 ლარი ეღირება და მისი მოცულობა 1GB იქნება. გარდა ამისა, კომპანიები მობილური ნომრის მომსახურების საფასურსაც აწესებენ, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)