|
2019-01-05 18:52:43, 1129 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ ქალბატონს შეუსრულდა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში მცხოვრებ ზულეიხ ფუტკარაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუკრაძემ მიულოცეს. ზულეიხ ფუტკარაძეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცემა. ზულეიხ ფუტკარაძე დაიბადა 1919 წლის 5 იანვარს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმუშაურში. „1941წლის გაზაფხულზე დავინიშნე თანასოფლელ ოსმან ფუტკარაძეზე, ქორწილი შემოდგომაზე უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ომის პერიოდი დაემთხვა და ვეღარ შევძელით, უქორწილოდ გავთხოვდი", - იხსენებს უხუცესი. ჰყავს 6 შვილი, 11 შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი, 9 შვილთაშვილის შვილი. ძირითადად ეწეოდა სოფლისმეურნეობას და მეთამბაქოებას. დაჯილდვებულია სხვადასხვა სიგელებით, ორდენებით. მათ შორის შრომის ვეტერანის ორდენით, ორჯერ დაჯილდოვდა შრომითი მამაცობისთვის. 1964 წელს იყო დეპუტატი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)