|
2018-12-31 13:33:51, 1180 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლი“ სოციალურ საწარმო „ანინას“ განავითარებს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს
“ვისოლი“ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრების ბიუჯეტს სოციალური საწარმო „ანინას“ განვითარებას მოახმარს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს. ამას გარდა, „ანინას“ წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელ „სმარტშიც“ ექნება და დამატებით, „ვისოლის“ პროფესიონალი კადრები სოციალურ საწარმოს საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის სწორი განვითარებისათვის. „ანინამ“ საახალწლოდ საკუთარი სახსრებით შეკერა „სანტას ქუდები“, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხები დაეხმარებათ რეალობად აქციონ სოციალური საწარმოს პროექტი, რომელზეც მათი შვილების ხვალინდელი დღეა დამოკიდებული. „ვისოლმა“ „ანინას“ შეკერილი „სანტას ქუდებიც“ შეიძინა და 30 დეკემბერს აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა. „ვისოლი“ მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც გახდნენ #მზისშვილების მეგობარი და „სანტას ქუდების“ შეძენით დაეხმარონ სოციალურ საწარმოს. „ვისოლ ჯგუფის“ წევრმა კომპანიებმა, ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ „სანტას ქუდები“ უკვე შეიძინეს. სარეაბილიტაციო ცენტრმა „მზის შვილებმა“ სოციალური საწარმო „ანინას“ დაარსება შეზღუდული შესაძლებლობები მქონე 3-დან 16-წლამდე, 39 ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შესაქმნელად გადაწყვიტეს, რადგან შვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბავშვების არცერთ დედას, არა აქვს სამსახური და შემოსავალი. „ანინა“ არის სამკერვალო, სადაც შეიკერება ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი, ტიპიური განვითარების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. საწარმოში დასაქმდებიან „მზის შვილების“ ბენეფიციარების მშობლები და ორგანიზაციას გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სოხციალური საწარმოს მიერ შეკერილ ტანსაცმელზე განთავსებული იქნება სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების აღმნიშვნელი პიქტოგრამები, რაც საზობაგოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
(R)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)