00:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 15:24:11, 1207 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი ორსული იყო

ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს.

ანესთეზია-რეანიმაციის სამსახურის უფროსის მამუკა ნემსიწვერიძის განცხადებით, ორსული საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შემოვიდა. მისივე თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი A ტიპის გრიპი ანუ H1 ვირუსი გახდა. 

ექიმის განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ფორმის ვირუსული პნევმონია, სეფსისი და სეპტიური შოკი, ასევე პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

ამასთან, კლინიკაში არ ადასტურებენ, რომ პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა.  

პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალის შემოყვანიდან 24 საათის განმავლობაში საკეისრო კვეთა ჩატარდა, პაცინეტის მდგომარეობა კი კვლავ მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics