15:03 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 13:33:17, 4611 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია აირჩიეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია აირჩიეს.

ცესკო-ს წევრებმა არჩევანი 3 კანდიდატს შორის გააკეთეს.

ფარული კენჭისყრის შედეგად თამარ ჟვანიამ 8 ხმა მიიღო, რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს - ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას - არცერთმა. ცესკოს ორმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პოლიტიკური გაერთიანებიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ასევე არ მიუღია მონაწილეობა თამარ ჟვანიას.  

 „დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აირჩია კომისიის თავმჯდომარე. თამარ ჟვანია არჩეულია 8 ხმით. კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. თამარ ჟვანიას კანონმდებლობით ჰქონდა სრული უფლება მიეღო დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა, მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე რომ სხვა კანდიდატებთან ერთად ყოფილიყო თანაბარ პირობებში, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა და დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე“,-აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics