|
2018-12-24 09:04:46, 912 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებში, შემეცნებით-გასართობი ტრეინინგები გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით, პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებში ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრეინინგები გაიმართა. ტრეინინგებში თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი და თბილისში არსებული დიასპორების წარმომადგენლები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან ფსოუმდე“. ასევე წარმოდგენილი იყო წიგნი „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ და გაიმართა ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ბელა კოპალიანმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ. დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან“ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა და სხვა.
(NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)