13:55 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 20:22:31, 1927 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლების დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები შესთავაზეს.

ესენია: თამარ ჟვანია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია.  

აღნიშნული 4 კანდიდატის გარდა, არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ დამატებით კანდიდატურა თავად დაასახელოს და წარუდგინოს პარლამენტს.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ: „საია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. შესაბამისად ისინი საკუთარ კანდიდატურას არ პრეზიდენტს შესთავაზებენ. 

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics