11:28 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 14:55:14, 1088 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - მინდა ყველა მოქალაქეს მივულოცო, დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს

 „ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ინაუგურაცია არის განსაკუთრებული დღე, მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია ისტორიული მოვლენაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში.

„ჩვენ გადავდივართ სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც არის კიდევ ერთი პრინციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics