11:28 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 16:28:44, 1282 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს 100-ჯერ „მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტი

„ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

რაც შეეხება შეწყალების აქტის გამოცემას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა,  პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან.

„რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით  იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ „მოწყალე", ვიდრე  აშშ-ს ან რომელიმე  ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და მე ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან",- განახადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics