|
2018-12-11 13:20:51, 876 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩიქოვანის N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა. როგორც კახა კალაძე ამბობს, ძველი ავტოფარეხების ადგილზე, დასასვენებელი სივრცე მოსახლეობის მხარდაჭერითა და თანადგომით მოეწყო. მისივე თქმით, თბილისის მერიას ანალოგიური მიდგომა ექნება ყველა იმ ადგილთან მიმართებაში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება. „ყველა ვხედავთ, რა ლამაზი სკვერი მოეწყო იმ ძველი, უსახური ავტოფარეხების ადგილზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივებისთვის და შეუფერებელი იყო გარემოსთვის. მათი დიდი ნაწილი უკანონოდ იყო დადგმული. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენ საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად განვახორციელეთ. ეს გახდა ადგილი, სადაც ადამიანებს ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, პატარებთან ერთად მოვიდნენ და ზაფხულის ცხელ დღეებში მწვანე სივრცეში დაისვენონ. სხვათა შორის, ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოყვა, თითქმის ყველა რაიონში ხდება ანალოგიური ქმედებები. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, გვერდით დაგვიდგნენ. ეს ყველაფერი ისევ მათთვის და მათი შვილებისთვის კეთდება. ყველა თეთრის დახარჯვის პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერია და გამგეობები იღებენ. არანაირი ხარჯი მათ არ მოუწევთ, ამ პროექტებს ჩვენ განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც დაიგო კაუჩუკის საფარი, სკვერში მოეწყო თანამედროვე საბაღე ფურნიტურა, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა; სკვერის ტერიტორია სხვადასხვა ხე-მცენარით გამწვანდა, საფეხმავლო ბილიკები კი ფილებით მოპირკეთდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 56410 ლარით დაფინანსდა. თბილისის მერთან ერთდ ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში ლევან გოგიჩაიშვილი და ვახტანგ შაქარიშვილი.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)