|
2018-12-10 18:31:28, 3092 ნახვა
სამხედრო
ნუკრი გელაშვილმა მედიასთან სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“-ზე ისაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლაში სწავლების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის „თავდაცვა და უსართხოება“ სკოლაში სწავლების საკითხმა. მინდა მოგახსენოთ რომ, სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და დასრულების შემდეგ, რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება. ამის შემდეგ სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა გელაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან ხაზგასმით განმარტა სკოლაში საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დანერგვის მიზანი. „პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თავდაცვის სისტემებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენაზე და ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ, რომელთაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ნუკრი გელაშვილმა საუბრის დასასრულს მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. „ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას საშუალება ექნება სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პილოტირების პროცესში სასწავლო მასალის დახვეწის მიზნით”, - განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)