|
2018-12-10 13:36:07, 596 ნახვა
რეგიონი
ზემო აჭარაში ტბელობა აღინიშნა
ხულოში სახალხო დღესასწაული „ტბელობა" გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. მოგვიანებით კი, ხულოს კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ტბელ აბუსერიძის მოღვაწეობა შეაფასა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ღონისძიების მსვლელობისას წმ.ტბელ აბუსელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ასევე სასულიერო პირებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს. „ტბელობა" ხულოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება და ადგილობრივებმა იგი ტრადიციულ დღესასწაულად აქციეს. სხალთა-ხიხანის მკვიდრი, XIII საუკუნის მწერალი, მეცნიერი და მოაზროვნე, საერო და სასულიერო პირი ტბელ აბუსერისძე, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწედ ითვლება. მის მიერ საუკუნეების წინ შედგენილი ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, დღესაც აქტუალურია. ეს არის ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი, ვრცელი საკალენდრო ცნობარი, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს შერაცხა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)