17:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-08 16:41:18, 1725 ნახვა

საზოგადოება
9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 9 დეკემბერს, შოკოლადის ფესტივალი გაიმართება. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება. ადგილზე მომზადდება ცხელი შოკოლადი და გაკეთდება შოკოლადის შადრევანი.

ფესტივალზე მისული სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული სანტა და ელფები იზრუნებენ. ღონისძიება ნაძვის ხის საზეიმო ანთებით დასრულდება.

აღნიშნული გამოფენის მიზანია, შოკოლადის პროდუქციის მრავალფეროვნების დემონსტრირება და სტუმრებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნა.

შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში -  “Event Square” 9 დეკემბერს, 12:00 საათიდან 18:00-მდე ჩატარდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics