03:01 - 20 Aug, 2026
|
2018-12-06 13:41:14, 759 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება იენს სტოლტენბერგის განცხადებას „მორიგ პროვოკაციად“ აფასებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გენმდივანმა რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს. როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ოკუპირებული ცხინვალი იენს სტოლტენბერგის განცხადებას მორიგ პროვოკაციად აფასებს. საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში. "ევროპელი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაზეა მიმართული, რომელმაც გენოციდის არაერთი აქტი და შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)