|
2018-12-05 15:56:24, 579 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები, ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი აქტიური გამოფენაა მსოფლიოში. მასში ასობით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს სტენდი გამოფენაზე პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა. პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავის ტურისტული გამოფენის გარდა კატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გემოფენებზე უწევს. გარდა ამისა, ანხორციელებს აქტიურ ონლაინ და გარე რეკლამას პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრესს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. მათ შორის გამორჩეულია National Georgrapic Traveler- ის სტატიები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)