|
2015-01-21 14:45:04, 3409 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში გაიმართება და მაქსიმალურად ღია იქნება
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ სასამართლო გარჩევა სომხეთის ტერიტორიაზე მოხდება და ის მაქსიმალურად ღია იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო პირის ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. ლავროვის თქმით, დამნაშავემ მკაცრი სასჯელი უნდა მოიხადოს, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ სასამართლო გარჩევა სომხეთის ტერიტორიაზე მოხდება და ის მაქსიმალურად ღია და ერთობლივი იქნება. დარწმუნებული ვარ სასამართლო გამოიტანს ობიექტურ და ადეკვატურ ვერდიქტს საზარელ დანაშაულზე. ჩვენ ვხედავთ სიტუაციის პოლიტიზების მცდელობას, მაგრამ ეს არ ხდება ხელისუფლების მხრიდან. ბევრი ცდილობს ეს ტრაგედია საკუთარი გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღებისთვის გამოიყენოს. ეს ამაზრზენი და დაუშვებელია, რაც სომეხ ხალხს არ შეშვენის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დაუსჯელი არ დარჩეს, დამნაშავემ მკაცრი სასჯელი უნდა მოიხადოს, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს“,-განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედრო პირმა ვალერი პერმიაკოვმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ავეტისიანების ოჯახი ჩაცხრილა, მათ შორის ექვსი თვის ჩვილი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)