|
2018-12-03 11:12:06, 953 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქა მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ებრაული დღესასწაულის - ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას თბილისის მთავარ სინაგოგაში დაესწრო. დედაქალაქის მერმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. „ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს, ხანუქას ვულოცავ. ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრების, ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. მე ძალიან მახარებს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც არის გასაფრთხილებელი. მთელი გულით მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო. ებრაული დღესასწაული - ხანუქა დღეს დაიწყო და რვა დღე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)