|
2018-12-02 15:35:26, 1083 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიაში. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სამინისტროს ინიციატივით, თბილისის N77 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი მოზარდებს დეპარტამენტის ფუნქციებზე, ამოცანებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა. სამინისტროს წარმომადგენელმა უფროსკლასელებს, ასევე, გააცნო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო სერვისების დანიშნულება და ფუნქციები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა და არსებული ინსტრუმენტები. შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვნების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის შესახებ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ახალშექმნილი სამსახურის სპეციფიკის, მართლწესრიგის ოფიცრის როლსა და ფუნქციებზე ისაუბრეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)