|
2018-11-30 15:32:11, 835 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა 32-ე ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის დასრულება მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მე-2 როტაცია დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ქართველი სამხედროების მომზადებაში საქართველოს მთავარი სტრატეგიულ პარტნიორის - აშშ-ის წვლილი აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით „გენერალი კვინიტაძე“ აშშ-ის ევროპული სარდლობის I კავალერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის, "ლინქსის" ხელმძღვანელი, მაიორი დავიდ ფარარი, ამერიკელი ინსტრუქტორები და 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ კი, 32-ე ბატალიონის გამორჩეული და ასევე საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამხედროებს სწავლებების მართვის და დაგეგმვის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა მომზადება ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში 13 კვირის განმავლობაში გაიარა. ამერიკელი ინსტრუქტორების მხარდაჭერით, სწავლება ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიმდინარეობდა. მომზადების დასრულების შემდეგ, 32-ე ბატალიონი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელობის რეკომენდაციით და ზედამხედველობით შიდა მოსამზადებელი სწავლების გეგმას შეიმუშავებს. ქვედანაყოფი საკუთარი დისლოკაციის ადგილზე მომზადებას და გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას გააგრძელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)