|
2018-11-29 19:34:24, 1115 ნახვა
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა ტოკიოს უნივერსიტეტში გაიხსნა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა იაპონიაში, ტოკიოს უნივერსიტეტში გაიხსნა. საქართველოს ეროვნული არქივისა და ტოკიოს უნივერსიტეტის ორგანიზებული ექსპოზიცია ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. გამოფენაზე წარმოდგენილია წერილობითი და ფოტომასალა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრირებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა. ტოკიოს უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა 7 დეკემბრამდე გასტანს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)