20:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 00:11:16, 978 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - „საქართველოს რკინიგზის" გასხვისების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს,  „საქართველოს რკინიგზის" გასხვისება იგეგმება, რეალობას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გადაცემის წამყვანებს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა, სადაც დაფიქსირებულია, რომ ერთ-ერთი ოფშორული ორგანიზაციის დამფუძნებელი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც მართავდა და რომლის მფლობელობაში იყო ყველაზე მსხვილი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია.  

„ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ე.წ ფეიქ ნიუსი. სამწუხაროდ, მიმდინარე არჩევნები გამოირჩა ამითაც, რომ ჩვენ მივიღეთ ეს უზარმაზარი დეზინფორმაციის ტალღა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ ამ მასშტაბის მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ სამე იყოს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, თუმცაღა, მე მინდა, პრეისტორიას დავუთმო რამდენიმე წუთი - რატომ არიან ისინი აგრესიულები „საქართველოს რკინიგზის" მიმართ და პერსონალურად ჩემს მიმართ, იმიტომ, რომ მე ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი „საქართველოს რკინიგზას". ეს არის  ოფშორული ორგანიზაციის საბუთები, რომლის დამფუძნებელი გახლდათ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. ის მართავდა და მის მფლობელობაში იყო ყველაზე მსხვილი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია. 2013 წლიდან ეს კომპანია გახდა რკინიგზის შვილობილი კომპანია, შესაბამისად, მისი შემოსავალი კონსოლიდირდება საქართველოს რკინიგზის შემოსავალში და ეს არის სახელმწიფო კომპანიის შემოსავალი. როდესაც ასეთი აგრესიული ტონით საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, მათ განსაკუთრებით სტკივათ ეს თემა, რადგან ბუნებრივია, ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდებოდა მათ პარტიულ მიზნებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014-2015 წლები საქართველოს რკინიგზისთვის  ფინანსურად  საუკეთესო წლები იყო, რადგან შესაძლებელი გახდა, რომ ასეთი შემოსავლების ასახვა საქართველოს რკინიგზის ბალანსზე მომხდარიყო.

„როდესაც აკეთებენ განცხადებებს, რომ „საქართველოს რკინიგზა დაღუპეს, გააუბედურეს", იმავე დღეს საერთაშორისო კომპანიებმა მოუმატეს საქართველოს რკინიგზას საკრედიტო რეიტინგი, რომლის ფასიანი ქაღალდები კვოტირებს ლონდონის ბირჟაზე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რა მასშტაბის დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics