02:18 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 15:38:24, 889 ნახვა

რეგიონი
სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან. სწავლებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს.

კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის 84 მაშველი ინტენსიურ მომზადებას სეზონის დაწყებამდე გადის. გადამზადების შემდეგ, მაშველები გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განაწილდებიან, სადაც საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.

სწავლების პროცესს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მთების კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად გაეცნო.

სამთო მაშველების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით  გადამზადების პროექტი პერმანენტული ხასიათისაა და საკურორტო ზონების უსაფრთხოების ზრდას ემსახურება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics