18:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:26:19, 1365 ნახვა

პოლიტიკა
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის მეორე მოადგილედ დაინიშნა. 

სოფო ხალვაში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა. 

"მოგეხსენებათ მერიის სტრუქტურაში რეორგანიზაციის შედეგად გვაქვს ერთი ვიცე მერის და ორი მოადგილის პოზიცია. მერის მოადგილის ერთი პოზიცია იყო ვაკანტური. ქალბატონი ლელა ითავსებდა ჯანდაცვას, სოციალურ საკითხებს, განათლებას და კულტურას. დღეს მოხარული ვარ და წარმოგიდგენთ ამ პოსტზე სოფო ხალვაშს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურის სფეროში. არის შემოქმედებით და კრეატიული ადამიანი. სოფოს კულტურის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი კავშირები განსაკუთრებით საზღვარგარეთ იქნება სასიკეთო", - განაცხადა ბათუმის მერმა. 

ხალვაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, "დილის ტალღის" წამყვანი იყო. ის ტელეეთერიდან დროებით მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics