|
2018-11-26 16:58:53, 1061 ნახვა
საზოგადოება
ცესკო ამომრჩევლის ბარათებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. მათივე ცნობით, მათ ამომრჩევლის ბარათები აღარ დაურიგდებათ. „აღსანიშნავია, რომ მეორე ტურისთვის 30 საარჩევნო უბანზე შეიცვალა უბნის მისამართი და უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ახალი მისამართი. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნების მისამართები გადაამოწმონ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)