02:17 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 16:02:43, 736 ნახვა

რეგიონი
შს მინისტრი რეგიონებში პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

შეხვედრას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრო.

მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა ზუგდიდში, პოლიციის განყოფილებაში გამართულ შეხვედრაზე პოლიციელებისგან მათი სამუშაო გარემოს, გამოწვევებისა და სოციალური პირობების შესახებ პირადად მოისმინეს.

გიორგი გახარიამ პოლიციელებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უსაფრთხოების და ამ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დაცულობის საკითხის მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, რეგიონისთვის აფხაზეთთან დროებითი საოკუპაციო ხაზის არსებობა განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოწვევაა.

დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდება.

გიორგი გახარია რეგიონებში პოლიციელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics