|
2018-11-22 17:38:30, 1259 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ოთხი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ოთხი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. ერთ-ერთი, ზღვის უბნის III მიკრორაიონის IV კვარტალში, N57 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 400 კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში, განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, ბორდიური და ფილები მოეწყო, განთავსდა საპარკე სკამები და კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა; ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტირებული სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა. „ზღვის უბანში ბევრი გამწვანებული ტერიტორია გვაქვს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა სკვერის რეაბილიტაცია ერთდროულად ვერ ხდება, თუმცა ჩვენთვის რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა პრიორიტეტია და ვცდილობთ, ასეთი ადგილები ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ზღვის უბნის III მიკრორაიონის გარდა, არსებული სკვერების რეაბილიტაცია ც. დადიანის ქ. N65-ის მიმდებარედ, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე განხორციელდა. გურამიშვილის გამზირზე, 141-ე სკოლის მიმდებარედ კი ახალი სკვერი მოეწყო. ოთხივე პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 323 382 ლარი გამოიყო.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)