17:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 12:07:26, 1227 ნახვა

პოლიტიკა
როუზ გოტემოლერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი

კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 64-ე წლიური სესია დასრულდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ბოლო დღეს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება საქართველოს თემაზე გაამახვილა.

„საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა განაგრძოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რაც თავის მხრივ, ალიანსში კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ნატოს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი", - განაცხადა როუზ გოტემოლერიმ.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს,  ავღანეთის მისიაში გაწეული კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველო  მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმომადგენს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის, სოფიო ქაცარავას და გიორგი კანდელაკის შემადგენლობით დაესწრო.

ჩრდილოატლანტიკური საპარლამენტო ფორუმი ასამბლეის პრეზიდენტის, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, მადელინ მუნის არჩევით დასრულდა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics