|
2018-11-19 10:42:49, 588 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილმა და მაია ცქიტიშვილმა მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობა გახსნეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობა გახსნეს. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა, რაზეც 1 336 000 ლარი დაიხარჯა. ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ შესაძლო წყალდიდობების შემთხვევაში, ნაგებობა მზად იყოს გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა - როგორც წყლის დონის, ისე ნაკადის რეგულირებისათვის, რათა სტიქიური უბედურებების დროს ქალაქი ფოთი და მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს. იგი აგებულია 1959 წელს და ფაქტობრივად სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მას სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი, რაც განახორციელა კომპანია მელიორაციამ. ეს მნიშვნელოვანი საქმეა ქალაქ ფოთისთვის და მიმდებარე სოფლებისათვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალი წლიდან მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის ნაგებობასთან ახლოს მდებარე ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, რომლის შესახებაც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და არა ერთ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენ სამინისტროს ბევრი პროექტი აქვს ფოთში, მათ შორის არის გენერალური განვითარების გეგმა, რომლის შემუშავებაც უკვე მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია ფოთის ხიდის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკისგან გვაქვს თანხმობა ამ პროექტის დაფინანსებაზე, რომელიც მომალ წელს დაიწყება. ეს არის პროექტი, რომელსაც ფოთის მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება, ახლით შეიცვალა ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები; გარემონტდა წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები; კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. ობიექტის მთელს ტერიტორიაზე აქტიური სამუშაო პროცესები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობის გახსნას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ადგილობრივი თვთმართველობისა და სამინისტროების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)