|
2018-11-15 18:12:36, 805 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები და ტურიზმი. აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დადებით დინამიკას. აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი დუბაიში ყოველწლიურად წარმოადგენს ჩვენი რეგიონის პოტენციალს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ასევე ეწევა სარეკლამო კამპანიას. მხარეებმა ასევე განიხილეს პირდაპირი რეგულარული ავიაფრენების განხორციელების შესაძლებლობაც, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის ზრდას, ისე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ ტურისტულ სეზონზე ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა. ისა ალბაშა ალნოაიმი გაერთიანებული საემიროების პირველი რეზიდენტი ელჩია საქართველოში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)