|
2018-11-15 15:09:04, 616 ნახვა
რეგიონი
დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურება კრაზანას თავდასხმით არის გამოწვეული
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკეებმა და ენტომოლოგებმა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზები ადგილზე შეისწვალეს. ფუტკრის ოჯახების შემოწმების შედეგად დადგინა, რომ მათი განადგურება დიდი რაოდენობით გარეული კრაზანას (Vespula Vulgaris) შემოსევით არის გამოწვეული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მეფუტკრეებს სამკურნალო პრეპარატების და ბიოლოგიიურო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. კრაზა სერიოზულ ზიანს აყენებს ფუტკრის ოჯახებს, ესხმის სკას, კლავს ფუტკარს და იპარავს თაფლს. სპეციალისტები მეფუკრეებს ურჩევენ ფუტკრის ოჯახების დასაცავად გამოიყენონ მოსატყუებელი ხაფანგი, თუ საფუტკრეზე უკვე მოხდა კრაზანას მასობრივი თავდასხმა, სკის შესასვლელი ნაწილი შეიწამლოს სხვადასხვა ქიმიური აეროზოლით ან სინთეზური (ალპაკი, ალპგორი, აქტარი, აცე, ბესტ-ალფა, ბინგი, ბოქსი, ბრენდ დ-550, დეპისი და სხვა) ნარევებით, ასევე მოხდეს კრაზანების ბუდეების მოშლა ან გამოწვა; სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია სკებიდან 250 მეტრის დიამეტრზე მიწის დათვალიერება, რადგან კრაზანამ ბუდე შესაძლოა მიწაში გაიკეთოს, ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოხდეს ინსექტიციდით შესხურება. სპეციალისტები მეფუტკრეებს ბრძოლის ეფექტურ და მარტივ მეთოდს ურჩევენ, რომელიც ყველა მეფუტკრეს შეუძლია გამოიყენოს: ბოთლის სახურავი იხვრიტება 2,5-3 მმ-ზე, ვასხამთ 20-30 გრამ ოდნავ ამჟავებულ ტკბილ სიროფს (ამჟავებულ სიროფს ფუტკარი არ ეტანება) და ვდებთ სკების სიახლოვეს, კრაზანა ძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის. ასევე კრაზანას მისატყუებლად, იგივე პრინციპით შესაძლოა გამოვიყენოთ 0,5 ლიტრ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)