|
2018-11-12 17:59:40, 691 ნახვა
რეგიონი
ციტრუსის ექსპორტი ნოემბრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ჯერ მეტია
საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის. კერძოდ, 2017 წლის 1-11 ნოემბრის მაჩვენებლით, 55 ტონა იყო ექსპორტირებული, 2018 წელს კი ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტი 610 ტონას აღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ციტრუსის ექსპორტის წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 6-ჯერ აღემატება. 2018 წლის, 1 სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 718 ტონას მიაღწია, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 106 ტონა იყო. წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებად კვლავ რჩება რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. შტაბში მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)