|
2018-11-10 11:18:18, 952 ნახვა
საზოგადოება
შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებული მონაკვეთის დახაზვა სრულდება
სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები იხაზება. მერიის ინფორმაციით, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. საგზაო მონიშვნები გამძლე, თერმო და ცივი პლასტის საღებავით სრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, რომლებიც თბილისის მერიაში საერთაშორისო გრანტის ფარგლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ახალი სქემა ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, ველოსიპედისტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. სააკაძის მოედანი ქვეითთათვის სრულად ადაპტირდა და საგზაო მონიშვნების დატანის შემდეგ, ფეხით მოსიარულეებს ნებისმიერი მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება შეეძლებათ. მოედანზე სატრანსპორტო ნაკადებისთვის გამყოფი კუნძულები ახლებურად მოეწყო, ხოლო შუქნიშები ავტომობილების, ფეხითმოსიარულეებისა და ველოსიპედისტების სინქრონულ მოძრაობას უზრუნველყოფს. ქვეითთა ინტერესები გათვალისწინებულია თბილისის მერიის შენობის წინაც, სადაც შუქნიშანი დამონტაჟდა, მოეწყო გადასასვლელი და ახალი მოსაცდელი განთავსდა. ფეხმავლებისთვის შუქნიშანი დამონტაჟდა შარტავას N42-თანაც (ყოფ. საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ), ხოლო ქვეითთა ძირითადი გადაადგილების მიმართულების გათვალისწინებით, სპორტის სასახლესთან ირიბი „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა. ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების მხარდაჭერისთვის, დედაქალაქის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოაწყო, რომელიც კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს უერთდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილებისთვის ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტობუსის ზოლიც დაიხაზება. შუქნიშნების რეჟიმი დაპროგრამებულია ისე, რომ მწვანე სიგნალი თავდაპირველად ავტობუსის ზოლს აუნთოს. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოახლოებულ ავტობუსს შეუჩერებლად გავლის შესაძლებლობა მიეცეს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)