|
2018-11-09 12:34:28, 1280 ნახვა
საზოგადოება
„მერიას ნაძვის-ხის დადგმაში თურმე ხელს ვუშლით“ - შვილიმოკლული მამები პარლამენტის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემურლან მაჩალიკაშვილის, მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებს მართავენ, დედაქალაქის მერიიდან გამაფრთხილებელი წერილი მიიღეს. სარალიძის თქმით, წერილში განამრტებულია, რომ საახალწლო სამზადისი იწყება და შვილმოკლულმა მამებმა რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ. შვილმოკლული მამები პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ. „პირველ ნოემბერს მივმართე თბილისის მერიას აქციების, კარვების გაშლისა და მანიფესტაციის გაგარძელებასთან დაკავშირებით. ეს ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბრის ჩათვლით, რის პასუხადაც მივიღე წერილი მერიიდან, რომ 7 ნოემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, მოგვიწოდეს პირდაპირ რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით. ჩვენ გვაქვს ჩვენი მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილები მკვლელები პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული აუცილებლად. ამ წერილით ხელისუფლება გვეუბნება რომ ხელს ვუშლით ვიღაცეებს. ეს თხოვნაა არის თუ რაც არის ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ რომ სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით და კალაძის უწყებიდან გამოგზავნილი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. აღნიშნულ საკითხს პანკისის ხეობაში მოკლული მოზარდის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოეხმაურა: „ეს იმას ნიშნავს, რომ გვითხრეს, უსასურულოდ თქვენ რომ იდგეთ პარლამენტის წინ, ჩვენს დანაშაულს არ ვაღიარებთ. ეს სიტყვებია დღეს ჩემსა და ზაზას მიმართ გამოგზავნილი. ჩვენ აქ იმისთვის ვდგავართ, რომ დავიცვათ ყველა ის ბავშვი, ვინმაც უნდა იზეიმოს ახალი წელი. ჩვენ, სახელმწიფოსგან განსხვავებით მე და ზაზა ვიცავთ იმ ბავშვებს და მგონი ამაში მთელი საქართველო არის დარწმუნებული“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)