|
2015-01-21 11:17:46, 2889 ნახვა
სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“, „იდენტობა“ და „ლიბერალური აკადემია - თბილისი“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. "იური ვაზაგაშვილი დღეს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული. მიგვაჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ იური ვაზაგაშვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები დროულად და ეფექტურად იქნება გამოძიებული. არასამთავრობო ორგანიზაციები ვუსამძიმრებთ დაღუპული იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს",-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)