23:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 17:12:23, 854 ნახვა

რეგიონი
აჭარის ახალი ტურისტული გზამკვლევები ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს

ტურისტებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება ახალ, სამენოვან გზამკვლევებში შეეძლებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ახალი საპრომოციო-სარეკლამო გზამკვლევები დაბეჭდა.  „მთიანი აჭარა“, „გასტრონომიული აჭარა“, „ბათუმის გზამკვლევი“, „ზღვისპირა აჭარა“ და  „აჭარა“ - ასე ჰქვია გზამკვლევებს, რომლებშიც სრულადაა წარმოჩენილი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, მდიდარი სამზარეულო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.  აღნიშნული მასალები დაეხმარება ტურისტებს სრულად მიიღონ ინფორმაცია თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში, რითია აჭარა ტურისტულად გამორჩეული, სად და როგორ შეიძლება იმოგზაურონ და რა კერძები დააგემოვნონ.

აღნიშნული გზამკვლევების გარდა დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დაამზადა  ჯიბის თემატური გზამკვლევები, ტურისტული მარშრუტების რუკები და გზამკვლევები, რომლებიც ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებს და ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. საპრომოციო-სარეკლამო მასალები და გზამკვლევები სამენოვანია  და ისინი ძირითადად, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვრცელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics