|
2018-11-02 19:16:22, 1323 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მინდელის სახელობის შახტამ მუშაობა შეაჩერა. 25 მეშახტე ამ დრომდე შახტაში რჩება, ისინი იქ დილის 06:00 საათიდან იმყოფებიან. მინდელის შახტის მე-6 საექსპლუატაციო უბნის სამთო ოსტატის ხვიჩა გაბუნიას თქმით, გაფიცვის მიზეზი კომპანიის შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც, ის გაკოტრდა და თანამრომლებს ხელფასს ვეღარ გადაუხდის. „ჩვენი ძირეული მოთხოვნა არის, რომ დაგვეხმაროს სახელმწიფო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ბატონ დავით ბეჟუაშვილმა შეგვიწყვიტა ყველა ის გადასახადი, რასაც გვიხდიდა აქამდე. კომპანიას არ აქვს ამის საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ საექსპლუატაციო უბნებში არ ხდება ქვანახშირის მოპოვება და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენც, მეშახტეები ვეღარ ვღებულობთ ხელფასს", - განაცხადა ხვიჩა გაბუნიამ. გაფიცული მეშახტეები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)