|
2015-06-12 13:09:11, 1230 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმის მეოთხე გამოშვების კურსდამთავრებულებს სასწავლებლის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს ლიცეუმის კურსდამთავრებულებმა საჩუქრად წიგნები - „გენერლები საქართველოდან“ და „ჩვენი ფასეულობანი - საქართველოს ბუნება“ მიიღეს. კადეტებს სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. კურსის გამოშვების ცერემონილი კადეტების მიერ წარმოდგენილი კონცერტით დასრულდა. წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 84 კადეტმა დაამთავრა. მათი უმრავლესობა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. კადეტი რადიონ ცხაკაია კი აშშ-ის საზღვაო აკადემიაში უკვე ჩაირიცხა და ახლო მომავალში აშშ-ში გაემგზავრება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)