|
2018-11-02 16:03:48, 661 ნახვა
რეგიონი
მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმრის ოჯახის წევრებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ
მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმრის ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. აქცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“ მახარდაჭერით გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საჭიროების შემთხვევაში ბენეფიცირებს დამატებითი სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაუფინანსდებათ. ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალეს დემოკრატიის ინსტიტუტი “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიძენს. მსგავსი სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთშიც იგეგმება. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციას ითვალისწინებს. რესოციალიზაციის პროგრამის აქტიური მხარდამჭერია აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უფასო სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელსაც ჩატარდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)