|
2018-11-02 15:37:42, 897 ნახვა
საზოგადოება
ახალქალაქში დაშავებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ექიმები კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ
ახალქალაქიდან ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოყვანილ პაციენტებს ექიმები კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა, ბუბა შალამბერიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, დაშავებულები სტაციონარულ მომსახურებას აღარ საჭიროებენ და მკურნალობის გაგრძელება ექიმების რეკო მენდაციის მიხედვით, ამბულატორიულადაა შესაძლებელი. შალამბერიძის განცხადებით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევებითა და ნევროლოგიური გასინჯვით კი, რაიმე ტიპის გართულება არ აღინიშნება. „ჩვენი შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობა სტაბილურია. ვაძლევთ კლინიკის დატოვების რეკომენდაციას და შესაძლებელია მათი მკურნალობის გაგრძელება ამბულატორიულ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციებითა და სათანადო დანიშნულებით. ყველა საერთაშორისო და ეროვნული გაიდლაინებით მსგავსი ტიპის დაზიანებების მკურნალობის გაგრძელება სამი დღის შემდეგ ამბულატორიულ ეტაპზე სავსებით შესაძლებელია“, - განმარტავს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერი. შეგახსენებთ, ახალქალაქში 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანს და შტაბის რამდენიმე წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა დაადანაშაულეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)